Skip to main content
დედასთვის

დედასთვის

By 64

მე 29 წლის ვარ და მაინტერესებს, როგორ იღებს ინფორმაციას ჩემი მშობლების თაობა.
ჩემი მშობლები „ციფრული იმიგრანტები“ არიან. ანუ თაობა, რომელიც რადიოს, ტელევიზიისა და გაზეთების ეპოქაში დაიბადა და ციფრული ინფორმაციის ეპოქაში განაგრძო ცხოვრება.
ეპოქაში, სადაც ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს ინფორმაციის შემქმნელი და გამავრცელებელი. და თუ ამ გარემოს კარგად არ იცნობ, შესაძლებელია ინფორმაციულმა ხმაურმა გზა აგიბნიოს.
პოდკასტის თითოეული ეპიზოდი ამ თაობის ციფრულ მოგზაურობაზე მოგითხრობთ.
Available on
Apple Podcasts Logo
Google Podcasts Logo
Overcast Logo
Pocket Casts Logo
RadioPublic Logo
Spotify Logo
Currently playing episode

დედასთვის #7 - კახა ჯაფარიძე -70 წლის - ექიმი

დედასთვისOct 31, 2021

00:00
30:06
ნოდარ ჭიკაძე - 52 წლის, საკეტების ხელოსანი

ნოდარ ჭიკაძე - 52 წლის, საკეტების ხელოსანი

პოდკასტის ამ სეზონის ბოლო,  მე-12 ეპიზოდის გმირი ჩემი და ჩემი მეგობრების ფავორიტი YouTuber-ია. 52 წლის ნოდარ ჭიკაძე, თბილისში ალბათ ყველაზე პოპულარული და მხიარული საკეტების ხელოსანი.

Jan 10, 202232:40
მზექალა შანიძე - 95 წლის, ენათმეცნიერი

მზექალა შანიძე - 95 წლის, ენათმეცნიერი

პოდკასტის მე-11 ეპიზოდის გმირი 95 წლის მზექალა შანიძეა, განსაკუთრებული დამსახურების მქონე ენათმეცნიერი და ფოლოლოგი. ჩაწერაზე სანამ მივიდოდი, რამდენჯერმე მირჩია ცოტა ნელა ისაუბრე, ქართველ ჟურნალისტებს ნუ დაემსგავსებიო. სახლში რომ მივედით კიდევ ერთი რჩევა მომცა: გთხოვთ, გასაგებად ამიხსენით ჩემგან რა გინდათო. შევეცადე ორივე მისი რჩევა გამეთვალისწინებინა.

Dec 27, 202126:14
ზაზა ადანაია - 53 წლის, განათლების სპეციალისტი

ზაზა ადანაია - 53 წლის, განათლების სპეციალისტი

ციფრული ტექნოლოგიებისა და მედიაწიგნიერების გამოცდილებაზე სასაუბროდ “პოდკასტის“ მეათე ეპიზოდში თბილისის უსინათლო და მცირემხედველ ბავშვთა სკოლის საგანამანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი, 53 წლის ზაზა ადანაია მოვიწვიეთ.

Dec 14, 202134:55
ნინო თოფურიძე - 56 წლის, მხატვარ-დიზაინერი

ნინო თოფურიძე - 56 წლის, მხატვარ-დიზაინერი

პოდკასტის ამ ეპიზოდის გმირისთვის, 56 წლის მხატვარ-დიზაინერ, ნინო თოფურიძისთვის ონლაინ მუშაობა სიახლე არაა. უკვე 6 წელია პანდემიით გამოწვეული „ახალი ჩვეულებრივობა“ (ე.წ. New Normal) მისთვის ჩვეულებრივი ამბავია. პროფესიიდან გამომდინარე, ის ყველაზე მეტად და ხშირად იყენებს ინტერნეტს, ლეპტოპს, და სმარტფონს.

Nov 29, 202130:16
ანა ჭაბაშვილი - 70 წლის - რედაქტორი

ანა ჭაბაშვილი - 70 წლის - რედაქტორი

პოდკასტის მერვე ეპიზოდის გმირი 70 წლის ანა ჭაბაშვილია. დღეს რომ უცხო ენებიდან ქართულად ნათარგმნ ლიტერატურას, ან ახალ ქართველ ავტორებს კითხულობთ და სიამოვნებას იღებთ, ეს მნიშვნელოვანწილად ქალბატონი ანას დამსახურებაა, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი ქართული გამომცემლობის რედაქტორია.

Nov 16, 202127:07
დედასთვის #7 - კახა ჯაფარიძე -70 წლის - ექიმი

დედასთვის #7 - კახა ჯაფარიძე -70 წლის - ექიმი

პოდკასტის მეშვიდე ეპიზოდის გმირი, 70 წლის კახა ჯაფარიძე ახალ ამბებს ტრადიციული მედიით იღებს, ამიტომაც მედიაწიგნიერების ექსპერიმენტისთვისაც შესაბამისი მედია შევარჩიეთ. ჯერ გაზეთი გადავშალეთ, მაგრამ ბოლოს მაინც ტელევიზიაზე შევჩერდით.

Oct 31, 202130:06
ნინო გაგილაძე - 38 წლის - ლაზერის სპეციალისტი

ნინო გაგილაძე - 38 წლის - ლაზერის სპეციალისტი

პოდკასტის მეექვსე ეპიზოდის სტუმარი 38 წლის ნინო გაგილაძეა, თბილისის ერთ-ერთი ესთეტიკური ცენტრის თანამშრომელი. მას ორი შვილი ჰყავს, რომელთაგან ერთი სკოლის მოსწავლეა, ამიტომ საუბარი ონლაინ სკოლაზე დავიწყეთ.

Oct 10, 202124:23
ნატა მეფარიშვილი - 61 წლის, საბიბლიოთეკო საქმის სპეციალისტი

ნატა მეფარიშვილი - 61 წლის, საბიბლიოთეკო საქმის სპეციალისტი

პოდკასტის ამ ეპიზოდის სტუმარი 61 წლის ნატა მეფარიშვილია, საბიბლიოთეკო საქმის სპეციალისტი, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული თბილისის მედიათეკების მოწყობასა და მართვაში.

Oct 04, 202121:15
მარეხ მემანიშვილი - 54 წლის, მათემატიკის მასწავლებელი
Sep 26, 202137:21
ლიანა გოგუა, 67 წლის - ექიმი

ლიანა გოგუა, 67 წლის - ექიმი

ამ ეპიზოდში 67 წლის ექიმი ლიანა გოგუასთან ერთად ვარჩევთ, თუ როგორ ვრცელდება მედიაში დეზინფორმაცია კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებით.

Sep 19, 202122:44
დათო ახალაია, 61 წლის - ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი

დათო ახალაია, 61 წლის - ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი

პოდკასტის მეორე ეპიზოდის გმირი 61 წლის დათო ახალიაია, მასწავლებელია თბილისიდან. ის ციფრულ ცოდნას ავრცელებს როგორც მოსწავლეებში, ისე მასწავლებლებში. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ის „ისტ-ის“, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელია. დათო ახალაიას 146-ე სკოლაში ვესტუმრე და ჩვენი საუბარიც, სწორედ, მის სამუშაო სივრცეში, კომპიუტერებით სავსე ოთახში შედგა.

Sep 12, 202120:27
რატომ ვუსვამთ კითხვებს მედიას? - ნინო რამიშვილი, 53 წლის

რატომ ვუსვამთ კითხვებს მედიას? - ნინო რამიშვილი, 53 წლის

„დედასთვის“ - დედასთან გასაუბრებით იწყება. დედაჩემი, ნინო რამიშვილი 53 წლის „ციფრული იმიგრანტია“. ის თბილისის ერთ-ერთ გარეუბნის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში მუშაობს. აქვს სმარტფონი, თუმცა ინფორმაციის მთავარი წყარო მისთვის მაინც სატელევიზიო ახალი ამბებია.

Facebook-ის აპლიკაციის წაშლა დედამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გააცნობიერა რომ ნიუსფიდში გავრცელებული ინფორმაციის რაოდენობა და შინაარსი ძალიან ღლის.

მხოლოდ მესენჯერს იყენებს თანამშრომლებთან, ნათესავებთან და ჩემთან ყოველდღიური კომუნიკაციისთვის.

ჩვენ ერთ-ერთი ქართული სატელევიზიო არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას მედიაწიგნიერების ხუთი მთავარი კითხვის საფუძველზე განვიხილავთ. მედიაწიგნიერების კითხვები დედასთვის ერთდროულად მარტივიც არის, მოულოდნელიც და დამაბნეველიც. ტელევიზიით მოყოლილი ამბის შინაარსი და ფორმა მას მთელი საუბრის განმავლობოაში ხელს უშლის ამბავს კრიტიკულად შეხედოს.

მეტიც მას აინტერესებს, საერთოდ რა აზრი აქვს ამ კითხვების დასმას?

Sep 05, 202117:15