Skip to main content
De Re Publica

De Re Publica

By Studia Georgica

De re publica სტუდია გეორგიკას პოდკსატია, რომლის მიზანია სამოქალაქო ნაციონალიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლებისათვის საქართველოს ეროვნული მემკვიდრეობის, თანამედროვე ისტორიის, კულტურული იდენტობისა და ქართული სახელმწიფოებრივი აზრის განვითარების დინამიკის შესწავლა-ორგანიზება-გავრცელება.

კვირაში ერთხელ საკითხის ექსპერტ მკვლევარებთან ერთად განვიხილავთ ქართული სახელმწიფოს ფორმირებას და შევეცდებით, შევქმნათ რესპუბლიკის 3 წლიანი ისტორიის სრული სურათი.

გრძელვადიან პერსპექტივაში კი ვიმედოვნებთ, რომ ქართული სახელმწიფოს იდეის ჩამოყალიბების მთლიან პერიოდს მოვიცვათ.
Available on
Google Podcasts Logo
Spotify Logo
Currently playing episode

7 - იდენტობის ფორმირება - პოლიტიკური დისკურსები და ნარატივები, ნაწილი პირველი

De Re PublicaApr 15, 2022

00:00
30:01
ბონუსი 4 - თაკოსთან და ნატასთან ერთად

ბონუსი 4 - თაკოსთან და ნატასთან ერთად

საახალწლო ბონუს ეპიზოდში ჩვენი კვლევითი ჯგუფის ორ მოხალისესთან, ნატა გოგიტიძესა და თაკო ინასარიძესთან ერთად, ვსაუბრობთ საქმის მოხალისეობრივად კეთების ავან-ჩავანზე, პოდკასტის იდენტობასა და დანიშნულებაზე, 2022 წლის გამოწვევებსა და სამომავლო, 2023 წლის, გეგმებზე.

ბედნიერი შობა-ახალი წელი და უღრმესი მადლობა, რომ გვისმენთ!


Dec 31, 202255:26
15 - საშუალო განათლება

15 - საშუალო განათლება

ვსაუბრობთ დამფუძნებელი კრების წევრთა საშუალო განათლებაზე - სად სწავლობდნენ მეცხრამეტე საუკუნეში მცხოვრები ქართველები, რომელ ქალაქებში ვხვდებით სასულიერო სასწავლებლებსა თუ გიმნაზიებს.  გიყვებით ნინველებსა და ჭაბუკებზე

Nov 17, 202228:11
14 - დამფუძნებელი კრების გახსნა

14 - დამფუძნებელი კრების გახსნა

ვსაუბრობთ დამფუძნებელი კრებაზე - როგორ ჩატარდა პირველი არჩევნები საქართველოში, ვინ აირჩია ქართველმა ხალხმა 103 წლის წინ, როგორ გაიხსნა დამფუძნებელი კრება, რა იყო უხუცესი წევრის, სილიბისტრო ჯიბლაძის იმედი დამოუკიდებელი საქართველოსთვის და როგორ შეიცვალა ეს საბჭოთა კავშირის გამო - კრების ყველაზე ახალგარზდა წევრის, გოგიტას ფაღავას მაგალითზე   

ახლადარჩეული დამფუძნებელი კრების პირველი საჯარო სხდომის გახსნის თარიღი 12 მარტი საგანგებოდ შეირჩა: 1917 წლის 12 მარტს საქართველო გახდა საკუთარი თავის პატრონი - 12 მარტს დაინგრა რუსეთის იმპერია.

ვიწყებთ ეპიზოდების სერიას, რომელთა მთავარი ფოკუსი პოლიტიკური თუ კულტურული აქტორები იქნებია - პერსონალური კავშირებითა და ისტორიებით

Nov 03, 202234:08
ბონუს ეპიზოდი #3

ბონუს ეპიზოდი #3

ბონუსი ახალ ეპიზოდებსა და მომავალ გეგმებზე 

Oct 27, 202241:19
13 - ტოლერანტობა და სეკულარიზმი

13 - ტოლერანტობა და სეკულარიზმი

ჩვენს სტუმართან, ბექა მინდიაშვილთან ერთად ვსაუბრობთ ტოლერანტობასა და კლასიკურ ლიბერალიზმზე. რას ნიშნავს სეკულარიზმი, როგორ იმიჯნება ეკლესიისა და სახელმწიფოს როლი. რა მიმართება აირჩიეს პირველი რესპუბლიკის პოლიტიკოსებმა. როგორ მიიღო ეროვნული იდეები მართლმადიდებელმა ეკლესიამ.   

ტრადიციულად, ვსაუბრობთ პირველ რესპუბლიკაზე და ვეხებით თანამედროვე საქართველოს გამოწვევებს.

Jun 24, 202237:48
12 - გურიის რესპუბლიკა

12 - გურიის რესპუბლიკა

ამ ეპიზოდში პირველად სტუმრის გარეშე ვისაუბრებთ გურიის რესპუბლიკაზე.  

მეოცე საუკუნის დასაწყისში გურული ხალხის რუსული იმპერიისგან გათავისუფლების მცირე პერიოდი საზოგადოებისთვის უცნობი არ არის, მაგრამ იშვიათია ამ პროცესების თვითორგანიზებისა და თვითინიციატივის კონტექსტში განხილვა. ამ ეპიზოდში ვეცდებით ირაკლი ხვადაგიანთან ერთად დაწყებული საუბარი გავაგრძელოთ და უკვე პოლიტიკურ თვითორგანიზებაზე ვისაუბროთ.

რატომ მაინცდამაინც გურია, რა სურდათ გურულ გლეხებს და როგორ მისცა ამ მხარემ სოციალიზმს ქართული ელფერი.

Jun 03, 202241:17
11 - თვითორგანიზების კულტურა

11 - თვითორგანიზების კულტურა

ირაკლი ხვადაგიანთან ერთად ვსაუბრობთ თვითორგანიზების კულტურაზე. სამოქალაქო ნაციონალიზმის შექმნის პარალელურად, როგორ ვითარდება საქართველოში ურთიერთდახმარების კულტურა. რას ნიშნავდა დრომოჭმული ტრადიცია, როგორ და რატომ ებრძოდნენ მას? 

რა იყო ეკლესიის როლი სისტემის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორ განსაზღვრა ავტოკეფალიის არ არსებობამ თანამედროვე მართლმადიდებელი ეკლესიის იდენტობა. 

ტრადიციულად, ვეხებით თანამედროვეობას და, ბუნებრივია გვიწევს საბჭოთა მემკვიდრეობაზე, შეჩერებულ პროგრესსზე საუბარი. 

May 20, 202247:54
ბონუს ეპიზოდი #2

ბონუს ეპიზოდი #2

მოწვეული სტუმარი: ნიკო ნერგაძე

May 13, 202251:03
10 - ქართული პოლიტიკური იდენტობა კონსტიტუციის კვალდაკვალ, ნაწილი მეორე

10 - ქართული პოლიტიკური იდენტობა კონსტიტუციის კვალდაკვალ, ნაწილი მეორე

ვაგრძელებთ საქართველოს პირველ კონსტიტუციაზე საუბარს დავით ზედელაშვილთან ერთად.

ვსაუბრობთ, თუ რამდენად ახერხებდნენ პოლიტიკოსები ქვეყნის ინტერესების იდეოლოგიური ჩარჩოს ცვლილებას, როგორი პოლიტიკოსი იყო ნოე ჟორდანია და რა მისწრაფებებით იქმნებოდა ქართული სამართლებრივი სისტემა. რა როლი აქვს კონსტიტუციას - სტაბილურობისა და მუდმივობის კონტექსტში.

ტრადიციულად, განვიხილავთ პირველ რესპუბლიკას, მაგრამ ამავე დროს ვეხებით თანამედროვეობას. იზიარებს თუ არა ჩვენი დღევანდელი კონსტიტუცია გამოცდილებას, რატომ დაიკარგნენ კანონშემოქმედები თარგმანში და ეს უკანასკნელი რა შესაძლებლობას აძლევს იურისტს. 

კონსტიტუცია პრაქტიკაში: რატომ არის სამართლებრივი დოკუმენტისთვის აღსრულების ნაწილი მნიშვნელოვანი. ამ კონტექსტში რა ხდება დღეს. რას გვეუბნება ჩვენი სასამართლო და მოსამართლეები პოლიტიკის მართვის სისტემაზე - რა სახელმწიფოებრივი წყობა გვაქვს და როგორ გვესახება მისი განვითარების გზა

May 06, 202247:57
9 - ქართული პოლიტიკური იდენტობა კონსტიტუციის კვალდაკვალ, ნაწილი პირველი

9 - ქართული პოლიტიკური იდენტობა კონსტიტუციის კვალდაკვალ, ნაწილი პირველი

იდენტობათა ციკლს დავით ზედელაშვილთან ერთად კონსტიტუციაზე საუბრით ვასრულებთ.  

როგორი სამართლებრივი მემკვიდრეობა გვერგო 1918 წლისთვის - რა დაპირისპირება არსებობდა ერ სახელმწიფოსა და იმპერიას შორის, რა სპეციფიკა ახასიათებდა ამ შეპირისპირებას რუსულ იმპერიალიზმში.   

შეგვიძლია ქართულ კონსტიტუციაში ქართული იდენტობის ამოკითხვა, 'დამფუძნებელი მამები' როგორ ათავსებდნენ იდეოლოგიასა და ეროვნულობას, ამ მიმართებებს როგორ აღიქვამს თანამედროვე ადამიანი და საბოლოოდ - კონსტიტუციით, როგორ განისაზღვრა წარმოსახვითი საზოგადოება სამოქალაქო ნაციონალიზმის კონტექსტში.

Apr 29, 202246:56
8 - იდენტობის ფორმირება - პოლიტიკური დისკურსები და ნარატივები, ნაწილი მეორე

8 - იდენტობის ფორმირება - პოლიტიკური დისკურსები და ნარატივები, ნაწილი მეორე

ნუცა ბათიაშვილთან ერთად ვაგრძელებთ საუბარს ქართულ პოლიტიკურ დისკურსსა და ნარატივებზე.   

როგორ ფორმირდა ხალხის იდეა, რა მნიშვნელობა აქვს პოლიტიკისთვის ხალხს, ამერიკის დამფუძნებელთა გამოცდილებითა და უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის წარმატების გათვალისწინებით, რატომ უნდა იცნობდეს პოლიტიკოსი საკუთარ აუდიტორიას. რატომ გაქრა დიალოგურობა თანამედროვე ქართული პოლიტიკური სივრციდან?   

პირველ რესპუბლიკაზე საუბართან ერთად, ტრადიციულად ვეხებით თანამედროვეობას და 1895 წლის კალენდარში ვპოულობთ იმას, რაც დღეს გვაკლია

Apr 22, 202234:04
7 - იდენტობის ფორმირება - პოლიტიკური დისკურსები და ნარატივები, ნაწილი პირველი

7 - იდენტობის ფორმირება - პოლიტიკური დისკურსები და ნარატივები, ნაწილი პირველი

ვაგრძელებთ იდენტობაზე საუბარს ნუცა ბათიაშვილთან ერთად, ამჯერად მიმოვიხილავთ ქართულ პოლიტიკურ დისკურსსა და ნარატივებს.  

როგორ ვხედავთ პირველ რესპუბლიკას თანამედროვე პრიზმიდან, რატომ არის მნიშვნელოვანი პოლიტიკასა და საჯარო ცხოვრებაში დიალოგის ასპექტი, რა როლი აქვს კოლონიალურ გამოცდილებას ქართული იდენტობის ფორმირებაში.

ვსაუბრობთ პირველ რესპუბლიკაზე, ვეხებით თანამედროვეობას და ვაჟღერებთ კითხვებს, რომლებიც იმპერიის პერიფერიაში მცხოვრებ პოსტ კოლონიურ ხალხს გვაწუხებს.

Apr 15, 202230:01
6 - იდენტობის ფორმირება - ლიტერატურა, ნაწილი მესამე

6 - იდენტობის ფორმირება - ლიტერატურა, ნაწილი მესამე

მეექვსე ეპიზოდით ვასრულებთ ზაალ ჩხეიძესთან ქართულ ლიტერატურულ იდენტობაზე საუბარს. 

განვიხილავთ ალექსანდრე ყაზბეგისა და ვაჟა ფშაველას როლსა და მნიშვნელობას; ლიტერატურული კლიშეების მიხედვით ქართველი ქალი თუ კაცი მთავარი გმირებისთვის დამახასიათებელ თვისებებსა და შუა საუკუნეების ადგილს. 

ლიტერატურულ ჭრილში დავსვათ ტრადიციულ კითხვას თანამედროვეობაში მემკვიდრეობის გააზრებისა და გამოყენების მნიშვნელობაზე.


Apr 01, 202232:50
5 - იდენტობის ფორმირება - ლიტერატურა, ნაწილი მეორე

5 - იდენტობის ფორმირება - ლიტერატურა, ნაწილი მეორე

De re pública-ს მეხუთე ეპიზოდში ვაგრძელებთ ზაალ ჩხეიძესთან ერთად საუბარს. 

განვიხილავთ, როგორ შემოდის ქართული მწერლობაში ზეკაცის იდეა; ყალიბდება ლიტერატურული კლიშეები, რომანტიზმის გავლენით ჩვენს კულტურაში დღემდე როგორ ცოცხლობს შუასაუკუნეობრივი იდეალები; რატომ ხიბლავს ქართველ მკითხველს აკა მორჩილაძეს შემოქმედება და ეუცხოება დანარჩენი თანამედროვე ქართველი მწერალების უმეტესობა. 


Mar 25, 202229:24
4 - იდენტობის ფორმირება - ლიტერატურა, ნაწილი პირველი

4 - იდენტობის ფორმირება - ლიტერატურა, ნაწილი პირველი

სტუდია გეორგიკას პოდკასტის De re publica-ს მეოთხე ეპიზოდით ვიწყებთ იდენტობათა ე.წ. ციკლს. ვსაუბრობთ ზაალ ჩხეიძესთან ერთად ქართულ ლიტერატურაზე: გამოვლინდა თუ არა მოდერნული სახელმწიფოს იდეა ქართულ მწერლობაში; როგორ გადავიაზრეთ მეცხრამეტე საუკუნის დასასრულსა და მეოცეს დასაწყისში ჩვენი ეთნო და ინტელექტუალური მემკვიდრეობა; სუვერენული სახელმწიფოს არარსებობამ როგორ უბიძგა მკითხველს ისტორიული ფაქტების მხატვრულ ლიტერატურაში ეძებნა და შედეგად როგორ შეიქმნა ის გაყინული ეთნო ფორმები, რომლებიც დღესაც განსაზღვრავენ ჩვენს იდენტობას.


Mar 18, 202233:39
3 - რესპუბლიკის საზღვრების ფორმირება

3 - რესპუბლიკის საზღვრების ფორმირება

პოდკასტი De Re Publica-ს მესამე ეპიზოდში ისტორიკოს დიმიტრი სალიქაძესთან ერთად ვისაუბრებთ, როგორ შემოისაზღვრა საქართველოს ტერიტორია: რა გავლენა ჰქონდა ამ პროცესზე ჩვენს ისტორიულ გამოცდილებას და თავის მხრივ როგორ მოქმედებს 1918 წლის მოვლენები თანამედროვე საქართველოზე

ზოგადად მიმოვიხილავთ დამოუკიდებლობის სამ წელში მიმდინარე კონფლიქტებსა და სადავო ოლქებს.

დავსვათ ტრადიციულ კითხვას, საზღვრების კონტექსტშიც ვისაუბრებთ თაობათა ბმასა და მემკვიდრეობითობაზე.

Mar 11, 202225:42
2 - საერთაშორისო აღიარება

2 - საერთაშორისო აღიარება

პოდკასტი De re publica-ს მეორე ეპიზოდში ვაგრძელებთ საუბარს ისტორიკოს ბექა კობახიძესთან ერთად და განვიხილავთ, როგორ მოიპოვა საქართველომ საერთაშორისო აღიარება. 

ეპიზოდი პირობითად ორ ნაწილად იყოფა - დასაწყისში ვსაუბრობთ, როგორ აღიარა აგრესორმა რუსეთმა ჩვენი სუვერენიტეტი 7 მაისის ხელშეკრულებით, მეორე ნაწილი კი ეთმობა პოტენციურ მოკავშირე დასავლეთს. 

მიუხედავად იმისა, რომ ეპიზოდში 100 წლისწინანდელ ამბებს განვიხილავთ, მარტივი შესამჩნევია კავშირი თანამედროვეობასთან: რა შეცდომებს უშვებს დასავლეთი, რატომ არ ესმის აღმოსავლეთ ევროპის საჭიროებების და თავის მხრივ - რა ზრახვებით მოძრაობს იმპერიალისტი რუსეთი?

Mar 04, 202229:02
1 - დამოუკიდებლობის აქტი

1 - დამოუკიდებლობის აქტი

პოდკასტი De re publica-ს პირველ ეპიზოდში მოისმენთ, რატომ დავინტერესდით პირველი რესპუბლიკითა და ქართული მოდერნული სახელმწიფოს იდეით.

ისტორიკოს ბექა კობახიძესთან ერთად განვიხილავთ როგორ მივიდა ქართული პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტა დამოუკიდებლობის იდეამდე, რა ისტორიულ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით მოქმედებდნენ ‘დამფუძნებელი მამები’.

შევეცდებით, დამოუკიდებლობის აქტი გავაანალიზოთ იმ პერიოდის ისტორიული კონტექსტის გათვალისიწნებით და პასუხი გავცეთ კითხვებს: რა გზით ვასაბუთებთ ჩვენი დამოუკიდებლობის ლეგიტიმურობას საერთაშორისო სივრცის წინაშე, როგორ განსაზღვრავს აქტი ახლადშექმნილი სახელმწიფოს იდენტობასა და მიზნებს.

ეპიზოდის ბოლოს ვისაუბრებთ 25 თებერვლის მნიშვნელობაზე - რა პროცესები შეჩერდა საქართველოს გასაბჭოებით? რა დავკარგეთ 101 წლის წინ?

Feb 25, 202201:04:29