Skip to main content
წითელი კედელი

წითელი კედელი

By G. Tsintsadze & D. Chikhladze

წითელი კედელი არის წაგებაზე ორიენტირებული პოდკასტი, რომელიც დათო ჩიხლაძემ და გიორგი ცინცაძემ დააფუძნეს 2019 წელს. ვიწყებთ იმ რესურსებით, რაც გვაქვს და გვესმის, რომ ეს ძალიან ცოტაა, მაგრამ ვთვლით რომ მემარცხენე აზრისთვის საქართველოში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ავმოძრავდეთ, დავიწყოთ მუშაობა, ვისაუბროთ ბევრი და ვისაუბროთ ღიად - კომპრომისების გარეშე.
Available on
Apple Podcasts Logo
Google Podcasts Logo
Overcast Logo
Pocket Casts Logo
RadioPublic Logo
Spotify Logo
Currently playing episode

წითელი კედელი | ბაკურაუ

წითელი კედელიFeb 12, 2021

00:00
01:05:52
წითელი კედელი | შრომა და ემიგრაცია

წითელი კედელი | შრომა და ემიგრაცია

საქართველოდან გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასვლის მსურველად ორ დღეში 55 000 ადამიანი დარეგისტრირდა. რას გვეუბნება ეს რიცხვი? - რომ საქართველოში სამუშაო ადგილი არასაკმარია, რა თქმა უნდა; რომ განუსაზღვრელი მინიმალური ხელფასი მშრომელებს კაბალურ პირობებში აყენებს, რა თქმა უნდა; რომ შეუძლებელია არსებული სახელფასო სიტუაციით მშრომელმა ღირსეულად იცხოვროს, რა თქმა უნდა; რომ მოქალაქეებისთვის უცხო ქვეყანაში, ოჯახიდან შორს, გადახვეწის მძიმე გადაწყვეტილების მიღება არჩევანი კი არა გარდაუვალი მოცემულობაა, რა თქმა უნდა; ეს ყველაფერი ერთად და ცალ-ცალკე განაპირობებს ათწლეულების პრობლემას, რომელიც ერთ-ერთ მთავარ საზოგადოებრივ გამოწვევად იქცა საქართველოსთვის. თუმცა შრომით ემიგრაციას სხვა და გაცილებით ღრმა საფუძვლები აქვს, ვიდრე დასახელებული მიზეზებია. ეს საფუძვლები, პირველ რიგში, პოლიტიკური და იდეოლოგიურია.

დღეს ვსაუბრობთ შრომის და ემიგრაციის შესახებ და ვცდილობთ გამოვიკვლიოთ შექმნილი მოცემულობის პოლიტიკური განმაპირობებლები. ჩვენი სტუმარია რევაზ კარანაძე.

Feb 24, 202101:29:24
წითელი კედელი | ბაკურაუ

წითელი კედელი | ბაკურაუ

ბაკურაუ” გვიყვება ამბავს იმპერიალიზმის შესახებ. ფილმს მემარცხენე გამოცემებმა დიდი ყურადღება დაუთმეს, მიეძღვნა სტატიები და კრიტიკული რეფლექსიები. ეს გასაკვირი არაა, რადგან რეჟისორები ბრაზილიის პოლიტიკაში აქტიურად არიან ჩართულები და გამოირჩევიან საკუთარი მემარცხენე პოზიციით. “ბაკურაუ” ფილმია ფიქციურ სოფელზე, ბრაზილიის ჩრდილოეთის, სერტაოს, რეგიონში, რომელიც ერთ დღეს რუკიდან გაქრება, მეორე დღეს კი მას თეთრკანიანი მონადირეთა ჯგუფის წინააღმდეგ მოუწევს ბრძოლა. ჯგუფი ბრაზილიაში დასავლეთიდან ჩამოდის და მიზნად აქვს დასახული მოკლას გართობისთვის - ისინი ადამიანებზე ნადირობენ.

სოფელი ბაკურაუ და მისი ისტორია არის თითქოს მოდელირება ისტორიის გლობალური სამხრეთის შესახებ. ამიტომ, როცა ვუყურებთ ამ ფილმს, შეუძლებელია არ გაგვახსენდეს გამოწვევები და ბრძოლები ჩვენს ქვეყნებში, ჩვენს ქალაქებში, ჩვენს სოფლებში, რომლებიც წარმოშვეს შინაარსობრივად მსგავსმა ძალთა ურთიერთობის დინამიკამ. ამ ეპიზოდს ბაკურაუს ვუძღვნით, ჩვენი სტუმარია მარიკო ჭანტურია.

Feb 12, 202101:05:52
წითელი კედელი | ღრმა ჩაყვინთვა ტრამპიზმის სულში

წითელი კედელი | ღრმა ჩაყვინთვა ტრამპიზმის სულში

შეტევამ კაპიტოლიუმზე შეძრა ამერიკა და გააკვირვა მსოფლიო. წლების განმავლობაში გაღრმავებულმა უფსკრულმა ამერიკის საზოგადოებაში საბოლოოდ ამოხეთქა როგორც ბლოკბასტერმა, დისტოპიურმა საი-ფაიმ. უფსკრულის გაღრმავების მიზეზი ალბათ ერთადერთია, რაზეც დაპირისპირებული მხარეები თანმხდებიან - ტრამპიზმი. დონალდ ტრამპის ეგოცენტრულმა პოლიტიკამ გახლიჩა საზოგადოება და არამარტო ამერიკაში, ბრაზილიაში, პოლონეთში, იტალიაში და მრავალ სხვა ქვეყანაში, ტრამპის წარმატება აღმოჩნდა ლოკომოტივი მემარჯვენე პოპულისტური ძალების წარმატების. მართალია ერთ ვადაში ტრამპს ორჯერ მოუწყვეს იმპიჩმენტი, თუმცა მაინც შეგვიძლია ვთქვათ რომ ტრამპიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ვერც ცენტრისტებმა და ვერც მემარცხენეებმა დიდ წარმატებას ვერ მიაღწიეს, მიუხედავად იმისა, რომ ანტი-ტრამპ განწყობა ამერიკაში ცენტრსა და მარცხენას შორის დროებითი ალიანსის საფუძველი მაინც იყო.

კაპიტოლიუმის შტურმზე, იმპიჩმენტზე, ინაუგურაციაზე და საერთოდ ტრამპიზმზე, ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია შოთა პაპავა.

Jan 21, 202101:56:50
ბარიერა როხა | პანდემია წელი

ბარიერა როხა | პანდემია წელი

2020 წელი იყო პანდემიის და თვითონ ეს წელიც იყო პანდემია. დრო გავა და პანდემია დაგვრჩება როგორც ზედსართავი სახელი, აღმნიშვნელი რაღაცის საშიშის, დაუძლეველის, გარდაუვალის და მოსაბეზრებელის - 2020 წელი ხომ ზუსტად ამ განცდებს იწვევდა სხვადასხვა პერიოდულობით, ან სულაც ყველას ერთდროულად, მთელ მსოფლიოში, სტოკჰოლმიდან სანტიაგომდე. ეს წელი იმდენად დატვირთული იყო მოვლენებით, რომ თავის თავში დაიტევდა მთელ საუკუნეს - კრიზისს მოსდევდა კრიზისი, სახელმწიფო ინსტიტუციები ეცემოდნენ როგორც დომინოს ფიგურები, სახელმწიფოები ეცემოდნენ როგორც დომინოს ფიგურები, მოხდა ბრექსიტი, ამერიკამ დაძლია ტრამპი, საქართველოს ჰქონდა არჩევნები, ჯეფ ბეზოსმა იშოვა იმაზე მეტი ფული ვიდრე ოდესმე ვინმე იშოვის, დავკარგეთ დიეგო მარადონა…

ეს ალბათ ყველაზე რთულად შესაჯამებელი წელია, რაც კი გვახსოვს, თუმცა მაინც შევეცადეთ. სტუმრად ჩვენი პოდკასტის ძველი მეგობარი, დათო ლობჟანიძე მოვიწვიეთ და ვისაუბრეთ იმაზე თუ რა იყო და იმაზეც, თუ რას ველით რომ იქნება.

Jan 02, 202101:43:15
წითელი კედელი | აფრიკა, ლევანი, წინააღმდეგობა

წითელი კედელი | აფრიკა, ლევანი, წინააღმდეგობა

ზამთარი მოდის და მოაქვს უიმედობა. ქვეყანას რომელიც სოციალური კატასტროფის წინაშე დგას, კაპიტალისტური კლასი გამოწოვს სისხლის ბოლო წვეთსაც კი. სულ ბოლოს აფრიკის დასახლებაში ადამიანები, თბილისის მერიის განკარგულებით, დატოვეს უსახლ-კაროდ და სრულიად დაუცველი პანდემიის ზამთართან. ორხევში ახალგაზრდა კაცს დედამ დილით სთხოვა ხურდა თუ ჰქონდა დარჩენილი რომ წამალი ეყიდა, კაცმა ჯიბეში ხელი ჩაიყო და - სიცარიელე. ამის შემდეგ კაცი იღებს სათამაში ყუმბარას, შედის მიკროსაფინანსოში და ამ გზით ცდილობს მიიქციოს ხალხის ყურადღება მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ ყველას გასაგონად განაცხადოს: დ ა ვ ი ღ ა ლ ე თ!

უეჭველია, საქართველო კლასობრივი ჩაგვრისა და შესაბამისად, წინააღმდეგობის ახალ დღის წესრიგს ეცნობა ტელეეკრანებიდან, საგაზეთო განცხადებებიდან, ფეისბუკ ლაივებიდან თუ ქუჩის გრაფიტისგან. მარიამ ვაწაძე აქტიურად მონაწილეობს აფრიკის დასახლების და ლევანის მხარდამჭერ მოძრაობაში, დღეს ის ჩვენი სტუმარია.

Dec 20, 202001:09:14
წითელი კედელი | ნამახვანჰესი

წითელი კედელი | ნამახვანჰესი

მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამახვანჰესის კასკადის მშენებლობა განადგურებით ემუქრება გარემოსა და საცხოვრისს. ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში ადამიანები დაკარგავენ ბუნებას, სოფელს, სახლებს, საფლავებს. საქართველო კი საპასუხოდ მიიღებს არაფერს, გარდა მორიგი კმაყოფილი ინვესტორისა. კაშხალის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან ხეობაში მცხოვრები ადამიანები, მწვანეები და სხვა მემარცხენე ჯგუფები.

დღეს ნამახვენჰესის საწინააღმდეგო მოძრაობის შესახებ ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმრები ალექსანდრა აროშვილი და გიორგი ფცქიალაძე არიან.

Nov 27, 202001:27:04
წითელი კედელი | საქართველო წრეზე

წითელი კედელი | საქართველო წრეზე

საქართველოს პოლიტიკიდან დიდი ხანია გაქრა ხალხი. ჩვენ გვაქვს ოცდაათწლიანი გამოცდილება ანტიპოლიტიკის, როცა ღირებულებრივი ან იდეოლოგიური მოღვაწეობა გადაფარულია პერსონალური ძალაუფლების ან სიმდიდრისთვის მებრძოლი ჯგუფების ურთიერთქიშპობით. დროსთან ერთად, ეს ქიშპობა ძლიერდება და დაპირისპირებულ დაჯგუფებებს შორის იზრდება დისტანცია. არჩევნებმა და არჩევნების შემდგომმა პერიოდმა გამოკვეთა ახალი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც გაუცხოებას, ანიჰილაციას და მხარეების მიერ ურთიერთდეჰუმანიზაციაზე დგას. პოლარიზაცია იზრდება და არ უჩანს დასასრული, ინტელექტუალური და სამოქალაქო ასპარაზი სრულად არის ოკუპირებული მხოლოდ ორი პარტიის მიერ წარმოებული ნარატივით და არ ტოვებს სივრცეს პოლიტიკური აზროვნებისთვის.

საქართველი არის ღრმა სამოქალაქო და პოლიტიკურ კრიზისში და ამაზე აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ. ამ ეპიზოდში ჩვენი სტუმარია თამთა მიქელაზე.

Nov 12, 202001:26:24
წითელი კედელი | იპოდრომი

წითელი კედელი | იპოდრომი

საზოგადოებრივი სივრცე მუდამ არის ბრძოლის მოედანი სოციალურ გამოყენებასა და კარნახის ვერტიკალს შორის. ადამიანებს ყოველთვის ეუბნებიან თუ როგორ მოიქცნენ კონკრეტულ დროსა და ადგილზე, თუმცა ადამიანები, ხშირად ამ კარნახის საპირისპიროდ, ირჩევენ სივრცის გამოყენების საკუთარ გზას. ასე ათვისებული სივრცეები ქმნიან საზოგადოებრივ ქსოვილს, ადგილებს სადაც ერთმანეთს ვხედავთ, ველაპარაკებით, ვეთამაშებით...

ცოტა ხნის წინ მერიამ წარმოადგინა პროექტი, რომლის მიხედვითაც იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის გაშენებას აპირებს. იპოდრომი თბილისის სოციალური ქსოვილისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი სივრცეა და პროექტის განხორციელების შემთხვევაში ამ სტატუსის დაკარგვის საშიშროება ბევრმა იგრძნო.

ამ ეპიზოდისთვის ჩვენს მეგობრებს, მსმენელებს, მსმენელების მეგობრებს ვთხოვეთ გამოეგზავნათ ხმოვანი გზავნილი მათი სოციალური, კულტურული თუ ემოციური კავშირის შესახებ იპოდრომთან. საბოლოოდ ძალიან საინტერესო კრებული მივიღეთ ზეპირი ისტორიების, რომლებიც კარგად აჩვენებენ იპოდრომის სოციალურ მრავალფეროვნებას და უნიკალურ ნიშას, რომელიც ამ სივრცეს ქალაქის ცხოვრებაში უჭირავს.

Oct 23, 202001:12:39
წითელი კედელი | არჩევნები - პოლსტერი

წითელი კედელი | არჩევნები - პოლსტერი

პოლინგი არჩევნებისა და წინასაარჩევნო პროცესის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კომპონენტია, რომელიც ხალხის პარტიულ აფილიაციასა და საარჩევნო განსაზღვრებებს იკვლევს. თუმცა, პოლინგი ატარებს გარკვეულ რისკებსაც, მაგალითად პოლინგზე ზედმეტად დამოკიდებული პოლიტიკური გარემო შესაძლოა ციფრებს აყენებდეს შინაარსზე წინ. თუმცა, ასე თუ ისე, ჯანსაღი და ზუსტი პოლსტერის გარეშე ჯანსაღი ელექტორალური პროცესის წარმოდგენა რთულია. საქართველოში დაგეგმილი არჩევნებისთვის, ორმა მკვლევარმა, დავით სიჭინავამ და რატი შუბლაძემ, შექმნეს pollster.ge, რომელიც აჯამებს აქამდე სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ გამოკითხვებს და გვაძლევს წინასწარ წარმოდგენებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს არჩევნები.


ჩვენი საარჩევნო სერიის მეორე ეპიზოდში დავით სიჭინავას პოლსტერზე, პოლინგზე, საერთაშორისო გამოცდილებასა და ადგილობრივ კონტექსტზე ვესაუბრებით. 


სარჩევი

0:00 - 0:12 pollster.ge
0:12 - 0:25 წინასაარჩვნო გამოკითხვის ტექნიკები და სიზუსტე
0:25 -0:31 ჰოუთორნის ეფექტი და პოლინგი ჰიბრიდულ რეჟიმებში
0:31 - 0:39 საარჩევნო პროგნოზი
0:39 - 0:58 პოლიტიკა, როგორც მონაცემთა ანალიზი, და მისი საფრთხეები
0:58 - 1:17 პოლინგი, როგორც განწყობების ბარომეტრი

Oct 13, 202001:17:42
წითელი კედელი | ამერიკული პანდემია

წითელი კედელი | ამერიკული პანდემია

“პანდემია” ეტაპობრივად იპოვის ახალ გრამატიკულ განზომილებებს და ჩვენ მას საუბარში გამოვიყენებთ როგორც არსებით სახელს, ზმნას ან ზედსართავ სახელს. პანდემიად ჩვენ დავახასიათებთ მდგომარეობას რომელიც არის საფრთხისშემცველი ყველასთვის ერთბაშად, დამღლელი როგორც პროცესი ლოდინის და მშფოთვარე როგორც ფიქრი მომავალზე გაურკვეველზე. ახლა ამერიკულ პანდემიას ორივე განზომილება აქვს, ჯანმრთელობის და გრამატიკული. ორი კაცი, რომელთა კეთილსინდისიერებასა და უანგარობაში დარწმუნებული არავინაა, ებრძვის ერთმანეთს პრეზიდენტის სავარძლისთვის. ცოტა ხნის წინ გაიმართა პირველი დებატები მათ შორის.

ჩვენი ჯგუფისა და მსმენელის თხოვნით, ჩვენ ვაგრძელებთ ამერიკული პანდემიის გაშუქებას, ჩვენი სტუმარი გიორგი ლოლაშვილია, რომელიც ნიუ-იორკიდან გვერთვება.

Oct 08, 202001:16:41
წითელი კედელი | არჩევნები - როგორ მოვედით აქამდე

წითელი კედელი | არჩევნები - როგორ მოვედით აქამდე

პირველი შეკითხვა, რომლითაც ქართულ არჩევნებზე მსჯელობა უნდა დავიწყოთ აუცილებლად არის თუ როგორ მოვედით აქამდე. რა პროცესები იყო ამ ოცდაათი წლის განმსაზღვრელი, რომელიც ქართულ საზოგადოებას მარად ცუდსა და უარესს შორის არჩევანში ამყოფებდა და ამყოფებს ისევ. ასე თუ ისე, ამ არჩევნებს თან ახლავს რამდენიმე ფაქტორი, რის გამოცა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რის გამოც ვაპირებთ საარჩევნო პერიოდი აქტიურად გავაშუქოთ და ამ თემაზე რამდენიმე ეპიზოდი შემოგთავაზოთ.

არჩევნების სერიის პირველი ეპიზოდის სტუმარი გიორგი ღვინჯილია იქნება. მასთან ერთად ვისაუბრებთ საქართველოს სახელმწიფოს დაფუძნებაზე, ბუნტის კულტურაზე, საერთო სახალხო ფრუსტრაციაზე პოლიტიკით და სუპერკაპიტალისტებზე, რომლებიც ყიდულობენ ყველას და ყველაფერს. ეპიზოდის ბოლოს ვცდილობთ მიმოვიხილოთ არჩევნებზე მონაწილე პარტიების მემარცხენე პლატფორმები და ვიმსჯელოთ სტრატეგიებზე თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ სხვადასხვა მემარცხენე ჯგუფებს ამ არჩევნების მიმართ.


სარჩევი:

0:00 - 0:20 როგორ მოვედით 2020 წლის არჩევნებამდე და არის მასში განსაკუთრებული

0:20 - 0:35 ვინ და როგორ აწარმოებს დღევანდელ ქართულ წინასაარჩევნო დღის წესრიგს

0:35 - 0:41 ქართული პოლიტიკა როგორც ბურჟუაზიულ ალიანსთა ფერხული

0:41 - 0:46 ბიძინა ივანიშვილი როგორც სუპერკაპიტალისტი

0:46 - 0:53 ჩიხი, ორგანიზება, ახალგაზრდობა

0:53 - 1:00 თაობათა გადინება და ფრუსტრაცია

1:00 - 1:20 პოლიტიკური პროცესების გამქრალი კლასობრივი სახე

1:20 - 1:47 წინასაარჩევნო პოლიტიკური კომპასი

Sep 30, 202001:47:18
წითელი კედელი | მსოფლიო მეხი

წითელი კედელი | მსოფლიო მეხი

რევოლუცია პოეტური აქტია და არ არსებობს ნამდვილი პოეზია რევოლუციური მომენტის გარეშე. მაიაკოვსკი რევოლუციონერი პოეტი იყო, გნებავთ პოეტი რევოლუციონერი, ანაც, როგორც ხშირად ეძახიან - რევოლუციის პოეტი. მისი პოეზია საქართველოში დაიბადა და შემდეგ მოვიდა მსოფლიოს მეხად, თუმცა დისკურსმა პოეტი რუსულ იმპერიალიზმს მიაკუთვნა, მის ძეგლს კვერცხები ესროლა და დროის გასვლასთან ერთად ეტაპობრივად ჩამოაშორა ქართული კულტურული ცხოვრების ისტორიას.

მაიაკოვსკიზე სასაუბროდ ზურა რთველიაშვილს ვეწვიეთ, იქ კოკა არჩვაძეც დაგვხვდა და საბოლოოდ ბევრი ვისაუბრეთ პოეტზე, ჭეშმარიტად ქართულ მემარცხენეობაზე, ვარდების რევოლუციაზე და მომავალზე, რომელსაც მარცხენა ფლანგიდან ვხედავთ.

Sep 09, 202001:23:52
წითელი კედელი | ბელარუსი

წითელი კედელი | ბელარუსი

ბელარუსი იპყრობს მსოფლიოს ყურადღებას. ლუკაშენკო აცხადებს რომ ისევ გაიმარჯვა არჩევნებში და მოიპოვა ქვეყნის მართვის უფლება, მას ათასობით ადამიანი არ ეთანხმება და არასამართლიან არჩევნებს ქუჩებში აპროტესტებს. პროტესტს უერთდებიან მშრომელები და ერთვებიან მასობრივ გაფიცვებში. თვითონ ლუკაშენკოს პერსონა იწვევს აზრთა სხვადასხვაობას მარცხენა ფლანგზე. მართალია ლუკაშენკომ არ დაუშვა ველური პრივატიზაცია, რისი მსხვერპლიც პოსტ-საბჭოთა ქვეყნების დიდი ნაწილი გახდა და შეინარჩუნა სოციალური სახელმწიფოს ნაწილი, თუმცა არის ეს საკმარისი მემარცხენე სიმპათიის დასამსახურებლად? ეტატისტი მემარცხენეები შიშობენ პოსტ-ლუკაშენკოს ბელარუსის სწრაფი ნეოლიბერალიზაციის და ანტი-მშრომელთა პოლიტიკების შესახებ, თუმცა განა მოსახლეობისთვის პოლიტიკური უფლებების კატეგორიულად ჩამორთმევა არ ეწინააღმდეგება მემარცხენე იდეას?

ასეთ შეკითხვებზე პასუხის გაცემას ამ ეპიზოდში ვცდილობთ, ასევე ვცდილობთ ვიმსჯელოთ თუ რა შეიძლება ისწავლონ ბელარუსებმა ქართული და უკრაინული გამოცდილებებიდან, რომ თავიდან აიცილონ ქვეყნის დიქტატორის ხელიდან, პირდაპირ ბიზნეს ელიტების ხელში ჩაგდება. ჩვენი სტუმარია დათო ლაღიძე.

Aug 24, 202001:28:60
წითელი სამეზობლო | სომხეთი

წითელი სამეზობლო | სომხეთი

სომხეთში დგას რთული და გარდამტეხი პერიოდი: ქვეყანა არის პოსტ-რევოლუციურ მოცემულობაში, ებრძვის ახალი კორონავირუსის რთულ ეპიდსიტუაციას და პარალელურად ჩართულია შეიარაღებულ კონფლიქტში მეზობელ აზერბაიჯანთან. მიუხედავადა იმისა, რომ როგორც ჩვენი სტუმარი ამბობს, ქვეყანაში ყოველთვის არსებობდა და არსებობს მემარცხენე სენტიმენტი, სომხეთს გამოკვეთლად მემარცხენე პარტია აქამდე არ ჰყოლია. ახლა კი, ფაშინიანის რევოლუციაში აქტიურად მონაწილე ახალგაზრდა მემარცხენეების ერთმა ნაწილმა გადაწყვიტა პოლიტიკური გზა დამოუკიდებლად გაეგრძელებინა და არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა.   

სომხეთის რევოლუციას ხშირად ვარდების რევოლუციას ადარებენ. “წითელი სამეზობლოს” ახალ ეპიზოდში, ჩვენ ვცდილობთ გამოვიკვლიოთ ამ შედარების საფუძვლები და სომხეთში მემარცხენე მოძრაობის პერსპექტივებზე ვისაუბროთ ჩვენს სტუმართან, ნორო გასპარიანთან, ერთად.


სარჩევი:

1:00 - 9:00 რატომ არ ვიცნობთ ჩვენ სამეზობლოს?

9:00 - 23:00 ვარდების რევოლუცია და ფაშინიანის რევოლუცია

23:00 - 30:00 პოპულარული მემარცხენე სენტიმენტები სომხეთში

30:00 - 37:00 პანდემია და პოსტ-რევოლუციური დღის წესრიგი სომხეთში

37:00 - 42:00 რეგიონული სოლიდარობა პანდემიის ვითარებაში

43:00 - 50:00 სასაზღვრო კრიზისი და ეთნიკური უმცირესობები საქართველოში

50:00 - 1:07:00 საქართველოს როლი კავკასიის გეოპოლიტიკაში

1:07:00 - რეგიონული მემარცხენე ურთიერთობები

Jul 26, 202001:10:27
წითელი კედელი | ეპსტეინის ამბავი

წითელი კედელი | ეპსტეინის ამბავი

ჯეფრი ეპსტეინის საქმე ექცევა მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში, მარცნიდან მარჯვნივ და ცენტრის გავლით. ეპსტეინი ამერიკელი მილიარდელი იყო, რომელიც არასრულწლოვანთან სექს ტრეფიკინგის გამო დააკავეს ერთი წლის წინ, დაკავებიდან ცოტა ხნის შემდეგ კი თავის საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ცოტა ხნის წინ საქმე კვლავ გახმაურდა, რადგანაც ეპსტეინის თანამზრახველი, გილეინ მაქსველი მოათავსეს ციხეში. საქმე მსოფლიოს ყურადღებას იპყრობს, ვინაიდან სექს ტრეფიკინგის საქმეში ფიგურირებენ ბილ კლინტონი, პრინცი ენდრიუ, დონალდ ტრამპი და პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სამეცნიერო ელიტის სხვა წარმომადგენლები.

როცა კითხულობ ეპსტეინის საქმეს ხვდები, რომ ეს არის გაბატონებული კლასის ჰეგემონიის რადიკალური გარყვნილების და დანაშაულებრიობის გამოხატვა. მდიდრები და გავლენიანები ადამიანებს აღიქვამენ, როგორც საკუთრებას და თავს უფლებამოსილად თვლიან განკარგონ მათი სხეული და დატოვონ წარუშლელი ტრავმები არასრულწლოვნების ცხოვრებაზე. დღეს ჩვენ ეპსტეინის ამბავზე ვსაუბრობთ, ჩვენი სტუმარია ნიკა ქუცნიაშვილი.

შენიშვნა: ეს ძალიან სენსიტიური თემაა და ამას სრულად ვიაზრებთ. ჩვენი მიზანი იყო ქართულ ენაზეც მოგვეყოლა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმის შესახებ ახლა და თანაც არ დაგვერღვია ზღვარი, რომლითაც მსგავსი მგრძნობელობის საკითხებს უნდა მივუდგეთ. ამბიდან გამომდინარე, ეპიზოდის ზოგიერთი ნაწილი შეიძლება მძიმე მოსასმენი იყოს, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
Jul 16, 202001:52:46
წითელი კედელი | 2020 წელი

წითელი კედელი | 2020 წელი

ექიმებს ტაშს უკრავენ ქუჩებში, ფეისბუკზე, ტელევიზიებში. ექთნებს ვეძახით გმირებს და მადლობას ვუხდით პანდემიის პირობებში თავგანწირული მუშაობისთვის. თუმცა, გვავიწყდება, რომ სამედიცინო მუშაკების შრომის ასანაზრაურებლად მადლობა და ტაში არ კმარა. ისინი ისეთივე რთულ შრომით პირობებში არიან, როგორც ყველა მშრომელი საქართველოში. პანდემია, თავიდან ქმნიდა ილუზიას, რომ მოცემულობა გააძლიერებდა დისკუსიას და მოიტანდა ცვლილებებს, თუმცა რაც დრო გადის, ცვლილება არ ჩანს და საშიშად უცნობი მომავლის კონტურები იკვეთება.

ამ ეპიზოდში მიმდინარე პროცესებს მიმოვიხილავთ და ვსაუბრობთ მემარცხენეების გამოწვევებზე 2020 წლის შეფასების და მოქმედების კუთხით. ჩვენი სტუმარია ალექსანდრე ლორთქიფანიძე.

სარჩევი:

0:00 - 0:10 რეგიონული სოლიდარობა პანდემიის პირობებში
0:10 - 0:20 შრომა გაზრდილი რისკების ფონზე
0:20 - 0:35 რატომ არ გარდაიქმნა ეპიდემია პროდუქტიულ პოლიტიკურ თემად?
0:35 - 0:48 ქართული საზოგადოება გეოპოლიტიკური ჰეგემონის როლში
0:48 - 0:56 რატომ ვერ ვთანხმდებით ფუნდამენტურ ჰუმანისტურ საკითხებზე?
0:56 - 1:05 სიეტლის ავტონომიური ზონა
1:05 - 1:18 მიმდინარე პროცესების რადიკალური პოლიტიკური პოტენციალი
Jun 17, 202001:17:34
წითელი კედელი | ამერიკული ამბოხი

წითელი კედელი | ამერიკული ამბოხი

მინიაპოლისი იწვის. იწვის ამერიკა. ცეცხლის გამჩაღებელი ქვეყნის შავკანიანი მოქალაქეები და ისინი არიან, ვინც საუკუნეების განმავლობაში დაფუძნებულ და ფესვგამდგარ რასიზმს ვეღარ ეგუებიან. ჯორჯ ფლოიდის მკვლელობამ გააშიშვლა სისტემა, რომელიც პოლიციის სისასტიკეზე დგას და რომელიც ამ სისასტიკით სარგებლობს. ამერიკული პოლიცია დაფუძნდა მონებისა და ემიგრანტების ტერორისთვის, მათი მორჩილების ძალადობრივად შესანარჩუნებლად. რასობრივი ჩაგვრის კლასობრივი საფუძველი პლანტატორული მოცემულობიდან მოდის და თანამედროვე კაპიტალიზმის მოთხოვნებს ეხმიანება. ლენინი ამბობს: “არსებობს დეკადები, როდესაც არაფერი ხდება; მაგრამ არსებობს კვირები, რომლებიც მომხდარით დეკადებს დაიტევენ”. ჩვენ, ახლა, ასეთ კვირებში ვცხოვრობთ. ამერიკული ამბოხის, მისი სოციალური და რასობრივი საფუძვლის, პოლიციის სისასტიკის და კაპილისტური ჩაგვრის ისტორიის შესახებ ამ ეპიზოდში ვისაუბრებთ. ჩვენი სტუმარი გიორგი ლოლაშვილია, ის ნიუ-იორკიდან გვერთვება. სარჩევი: 0:00 - 0:06 ვითარება ნიუ-იორკში
0:06 - 0:12 მედია და კონსენსუსი არაძალადობრივი პროტესტის გარშემო
0:12 - 0:21 ამერიკული პოლიციის ისტორიული საწყისები
0:21 - 0:38 კერძო საკუთრება, როგორც კონფლიქტის ცენტრალური წყარო
0:38 - 0:50 თავისუფლება, საკუთრება, იარაღი - უფლებები თუ პრივილეგიები?
0:50 - 1:00 როგორ მოჩანს პროტესტების ეს ტალღა საქართველოდან?
1:01 - 1:18 2020 წლის მრავალმხრივი კრიზისები და ცვლილებნების შანსი
1:18 - 1:30 რევოლუციური დღის წესრიგი და მემარცხენე პოლიტიკის წარმოების ტრადიციული ფორმები
Jun 04, 202001:30:10
წითელი კედელი | იდენტობის პოლიტიკა

წითელი კედელი | იდენტობის პოლიტიკა

იდენტობის პოლიტიკის ცენტრისტული ხაზი გამორკვევისა და გამოხატვის უფლებებისთვის ბრძოლას კლასობრივ კონტექსტს აშორებს და ქვიარ და მემარცხენე აქტივიზმს შორის გათიშულობას იწვევს. გათიშულობა კი მხოლოდ ხელოვნური და თავს მოხვეულია: ქვიარ აქტივიზმი თავისი არსით მემარცხენე აქტივიზმია, მემარცხენე აქტივიზმი კი - ქვიარ. საქართველოში საკითხი კიდევ უფრო რთულდება, ვინაიდან ბუნებრივი მოკავშირეობის ისტორია მემარცხენე და ქვიარ ჯგუფებს, დასავლეთისგან განსხვავებით, არ აქვთ. საბოლოო ჯამში, ვიღებთ გამთიშავ და ნეგატიურ განმარტებას, როცა მშრომელს და ღარიბს ავტომატურად ჰომოფობურად არეგისტრირებენ ქვიარ აქტივისტებიც, მემარცხენე ჯგუფებიც, ეთნო-ნაციონალისტებიც და ასეთი მოცემულობით მხოლოდ ხელს აძლევენ გაბატონებული კლასის დომინაციის გახანგრძილივებას.

ჩვენ გვჭირდება ხიდების აშენება და ბუნებრივ მოკავშირეებს შორის პროდუქტიული დიალოგების წარმოება. ქვიარ თემში იდენტობის პოლიტიკის მძლავრი მემარცხენე კრიტიკის ტრადიცია ათწლეულებია არსებობს. დღეს ჩვენი ეპიზოდი სწორედ ამ თემას ეძღვნება, ჩვენი სტუმარი ნათან გულიაშვილია.

სარჩევი

0:00 - 0:14 იდენტობის პოლიტიკის მემარცხენე კრიტიკის ხაზები
0:14 - 0:21 იდენტობის პოლიტიკა საქართველოში: უახლესი ისტორია
0:21 - 0:36 იდენტობის პოლიტიკა დასავლეთში: მოკლე ისტორია
0:36 - 0:55 ენა, იდენტობის პოლიტიკა და მემარცხენე ბრძოლის მეთოდები
0:55 - 1:10 როგორ მივემართოთ იდენტობის პოლიტიკის კრიტიკის პოპულისტურ ფორმებს?
1:10 - 1:25 იდენტობის პოლიტიკა და კლასობრივი ბრძოლა
1:25 - 1:33 როგორ გარდავქმნათ კონტრპროდუქტიული კატეგორიები პროდუქტიულ კრიტიკაში
Jun 01, 202001:32:55
წითელი კედელი | საბჭოთა საკითხი

წითელი კედელი | საბჭოთა საკითხი

საბჭოთა საკითხი არის სპილო ოთახში, როცა დისკუსია მემარცხენე პოლიტიკას და ქართულ მემარცხენეობას შეეხება. საბჭოთა საკითხი საზოგადოებრივი დისკუსიებისთვის გადაუჭრელ ბარიერად იქცა, რომელიც დომინანტურად ლიბერალური დისკურსისთვის მისაღები კრიტიკით დაფუძნდა. საბჭოთა საკითხი ქმნის საზოგადოებრივ განწყობას მემარცხენეობასთან მიმართებაში დღეს და აწარმოებს დისკურსს თუ კონტრ-დისკურსს, რომლის მზერის ქვეშაც მემარცხენეობას განვითარება ძალიან უჭირს.
ჩვენ საბჭოთა კავშირის მემარცხენე კრიტიკა გვჭირდება. გვჭირდება კრიტიკის ხაზი, რომელიც მარცხენა ფლანგს მტკიცე პოზიციის ჩამოყალიბებაში დაეხმარება და გაათავისუფლებს ლიბერალური მზერისგან, რომელიც წლებია კონტრ-პროდუქტიულ დისკუსიებში ამყოფებებს. ამ ეპიზოდის სტუმარი თორნიკე ჭუმბურიძეა, ჩვენ საბჭოთა საკითხზე ვსაუბრობთ. სარჩევი: 0:00 - 0:07 როგორ წაგვართვეს ფიზიკური და ციფრული საჯარო სივრცეები
0:07 - 0:12 რატომ არ უყვარდა კახა ბენდუქიძეს საბჭოთა კავშირი
0:12 - 0:24 მსხვერპლი საბჭოთა ისტორიოგრაფიაში
0:24 - 0:45 ტიმოთი სნაიდერი და საბჭოთა ისტორიის გადახედვის მცდელობები
0:45 - 0:57 კოლექტიური მეხსიერება და ლიბერალური დღის წესრიგი
0:57 - 1:09 საბჭოთა ნოსტალგია, ჰომო სოვიეტიკუსები, ჩარეცხილები
1:09 - 1:30 საბჭოთა კავშირის ნგრევა და “შესაძლებლობის” ცნება, პოსტ-საბჭოთა ელიტები,
1:30 - 1:48 როგორ ვაწარმოოთ საბჭოთა კავშირის ალტერნატიული ისტორიოგრაფია?
May 24, 202001:50:25
წითელი სამეზობლო | თურქეთი

წითელი სამეზობლო | თურქეთი

ცოტა ხნის წინ თურქეთში შიმშილობის 300 დღიან აქციას ორი ამხანაგი შეეწირა. ორივე გრუფ იორუმის წევრები იყვნენ, მემარცხენე მუსიკალური ჯგუფის, რომელსაც სამი წელია მოღვაწეობის უფლება აქვს შეზღუდული თურქეთში. გრუფ იორუმი ასოცირებულია რევოლუციურ ფრონტთან, არალეგალურ მარქსისტ-ლენინისტურ პარტიასთან თურქეთში და 35 წლიანი ისტორიის განმავლობაში არაეთხელ გამხდარა რეჟიმისგან დევნის მსხვერპლი. თუმცა ჯგუფის წევრები, ისევე როგორც თურქეთის ზოგიერთი მემარცხენე ფრონტი უკომპრომისო ხალხია და მუდამ აგრძელებენ ბრძოლას, თუნდაც ეს უკომპრომისობა სიცოცხლის ფასად დაუჯდეთ.

ამ ეპიზოდით ახალ სერიას ვიწყებთ, გვსურს მოვამზადოთ ეპიზოდები ჩვენს სამეზობლოში არსებული მემარცხენე მოძრაობების, მემარცხენეობის ისტორიის და ახლანდელი მდგომარეობის შესახებ. სერიის პირველი ეპიზოდი თურქეთს ეძღვნება, ჩვენი სტუმარია სანდრო ბაკურაძე.

May 14, 202001:14:12
წითელი კედელი | ქალების შრომა და პანდემია

წითელი კედელი | ქალების შრომა და პანდემია

პანდემიის მიერ მოტანილმა ეკონომიკურმა სირთულემ, რომლის კრიზისად გადაქცევის უთუო მოლოდინი გვაქვს, ქალების შრომის დაუფასებელი მნიშვნელობა კიდევ უფრო გამოკვეთა. მთავრობის მიერ შეთავაზებულმა სოციალურმა პაკეტმა საერთოდ პოლიტიკის მიღმა დატოვა ცალკეულ პოზიციებზე დასაქმებულები: ძიძები, მომვლელები, დამლაგებლები…

საუბარს ამ თემაზე ალექსანდრა აროშვილთან ერთად ვიწყებთ, რომელმაც ბოლო პერიოდში აქტიურად იმუშავა ქალთა შრომის და მეტად ემიგრანტ ქალთა შრომის თემაზე. თუმცა დისკუსია სხვა ბევრ საკითხსაც შეეხო: ანტიკრიზისულ გეგმას, საქართველოს სოციალურ სახელმწიფოს და სამოქალაქო საზოგადოების ვნებებს და ილუზიებს, რომ ცალკეული მოქალაქეების ინდივიდუალური პასუხისმგებლობები, რომლებიც მარკეტის ხელით იქნება რეგულირებული წარმოადგენს ქმედით და აქტუალურ სწორებას მომავლისკენ.

May 06, 202001:26:44
წითელი კედელი | საპირველმაისო

წითელი კედელი | საპირველმაისო

1886 წლის პირველ მაისს ამერიკელმა მშრომელებმა მასშტაბური გაფიცვა მოაწყვეს. გაფიცვას ნახევარ მილიონამდე ადამიანი შეურთდა ქვეყნის მასშტაბით. გაფიცვის ეპიცენტრი იყო ჩიკაგო, სადაც ორმოცი ათასამდე ადამიანი გაიფიცა და გაცილებით მეტი შეურთდა დემონსტრაციას რვა საათიანი სამუშაო დღის მხარდასაჭერად. გაფიცვა მშვიდობიანი იყო, თუმცა სამ მაისს შტრაიხბრეიკერებმა და პოლიციამ იარაღით დაშალა დემონსტრაცია. ოთხ მაისს აქცია ჰეიმარკეტის სკვერზე შეიკრიბა, სადაც ბომბის აფეთქებას ერთი პოლიციელი ემხვერპლა. აფეთქებისთანავე პოლიციამ ცეცხლი გახსნა და დემონსტრანტების სისხლიანი დარბევა დაიწყო. ათეულობით ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ასეული დაიჭრა. მეორე დღეს პოლიციამ ტერორი დაიწყო, დახურა ან გაანადგურა მშრომელთა კლუბები და დემონსტრაციის მოთავეები შეიპყრო. სასამართლომ შვიდ შეპყრობილს სიკვდილით დასჯდა შეუფარდა: ერთმა თავი ციხეში მოიკლა, სამი კი 1887 წელს ჩამოახრჩვეს.

1886 წლის მოვლენებს დღემდე გარდამტეხი ადგილი უჭირავს მშროლემთა ორგანიზების ისტორიაში და მემარცხენე ბრძოლის სიმბოლოს წარმოადგენს. ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ მათ ვინც კაპიტალიზმის დესპოტიზმს შეეწირა და ვზეიმობთ გამარჯვებას მშრომელთა ჩაგვრაზე. ამ დღეს ჩვენ ერთადროულად ვგლოვობთ მათ ვინც დავკარგეთ და ამავრდოულად იმედით ვავსებთ ერთმანეთს მომავალ ბრძოლებისთვის შესაგულიანებლად.

ეს ეპიზოდი პირველ მაისს ეძღვნება, ჩვენი სტუმარი სოფო ჯაფარიძეა.
May 01, 202001:07:21
წითელი კედელი | კარანტინი, ეკლესია და მარცხენა ფლანგი

წითელი კედელი | კარანტინი, ეკლესია და მარცხენა ფლანგი

კარანტინი საქართველოში ხდება ექსტრემალური, ცისფერი ეკრანებიდან და სოციალური ქსელებიდან მოგვიწოდებენ, რომ დავრჩეთ სახლში რათა გადავირჩინოთ თავი და გადავარჩინოთ სხვებიც. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა მსხვრევადია და ვერ გაუმკლავდება სერიოზულ გამოწვევას, ყველა მოწოდება ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გაღვივების შესახებ ამ პასიურ ქვეტექსტს შეიცავს. ჩვენ გვჭირდება სისტემური მიდგომა და სახელმწიფო რომელსაც აქვს უნარი ეს მიდგომა განახორციელოს, რომელიც არ შეუშინდება არც ბიზნესს და არც ეკლესიას და იმოქმედებს სახალხო ინტერესებიდან გამომდინარე მხოლოდ. მწარე სიმართლე ისაა, რაც ყველამ უკვე დიდი ხანია ვიცით: საქართველო ასეთი სახელმწიფო არაა.   

კარანტინზე, ეკლესიაზე და მის მემარცხენე კრიტიკაზე, რომელიც აუცილებელია დღის წესრიგში გამოჩნდეს ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარი ტატო ანთაძეა.

Apr 18, 202001:17:15
წითელი კედელი | კორონავირუსი და კაპიტალიზმი

წითელი კედელი | კორონავირუსი და კაპიტალიზმი

გლობალური პანდემია ეხება ბევრს ცალკეულად და ეხება ყველას ერთად. ჩვენ თვალს ვადევნებთ თუ როგორ ცდის ვირუსი საზოგადოებების მდგრადობას, მათ ღირებულებებს, ჯანდაცვის სისტემებს და სააშკარაოზე ამოაქვს წლების განმავლობაში მიჩქმალული პრობლემები. სამყარო შეიცვლება - მაგრამ არავინ იცის როგორ.

ცვლილებებზე რომლებიც ახლა მიმდინარეობს მსოფლიოში და საქართველოში ეშ შოლემთან და დათო ლობჟანიძესთან ერთად ვისაუბრეთ. პოდკასტის ეს ეპიზოდი ახალი ფორმატით ჩავწერეთ, ეს პირველი შემთხვევაა როცა ყველა მონაწილე ერთ ოთახში არ ზის და მსჯელობა დისტანციურად მიმდინარეობს.

შენიშვნა: ტექნიკური პრობლემების გამო ეპიზოდის გამოქვეყნება ცოტათი დაგვაგვიანდა. ეპიზოდი 2 აპრილს არის ჩაწერილი.

Apr 09, 202001:18:07
წითელი კედელი | მაინკრაფტიდან რადიკალურად მარცხნივ

წითელი კედელი | მაინკრაფტიდან რადიკალურად მარცხნივ

ნიკა ქუცნიაშვილმა მაინკრაფტის მოდი შექმნა, სადაც თანამედროვე საქართველოს პოლიტიკური სპექტრის სიმულაცია ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლას სამი პერსპექტივიდან გვაჩვენებს: ლევან ბერძენიშვილის ღვაწლი, გირჩის ლიბერტარიანული შეტევა და მამუკა ხაზარაძის მესიანიზმი. ტრილოგია გროტესკული გაზვიადებაა იმის, რასაც ყოველდღე ვისმენთ ტელევიზიებიდან, ინტერნეტიდან და კულტურის ინდუსტრიისგან: ყველას ერთნაირად სურს გადაგვარჩინოს, თუმცა ყველა ერთნაირად პათეტიკურია.   

ჩვენც და ნიკასაც არცერთის ამ სამი გზიდან არ გვჯერა. ჩვენ ვიცით, რომ მომავალი მხოლოდ რადიკალური მემარცხენე პოლიტიკისაა. მაინკრაფტზე, საქართველოზე და მემარცხენე ბრძოლის გამოწვევებზე, ნიკასთან ერთად, პოდკასტის ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ.

Mar 29, 202001:48:16
წითელი კედელი | მწვანე მარში, კორონავირუსი და გვიანი კაპიტალიზმი

წითელი კედელი | მწვანე მარში, კორონავირუსი და გვიანი კაპიტალიზმი

კორონავირუსი შეცვლის სამყაროს. ზუსტად ვერავინ იტყვის როგორ, მაგრამ ერთ რამ ნათელია, პანდემიის შემდეგ მოცემულობა იქნება განსხვავებული.  ეს უკვე პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხია. კორონავირუსმა მკვეთრად გვაჩვენა გვიანი კაპიტალიზმის კრიზისი. ოცდამეერთე საუკუნის კაპიტალისტური სისტემა არის სასიცოცხლოდ დამოკიდებული გადაადგილებასა და გამოცდილებაზე. სიტუაციაში როცა ადამიანები არ მოძრაობენ, ის თითქმის უსუსურია.

კორონავირუსზე და პამდემიისშეემდგომ მომავალზე სალაპარაკოდ მიშო ჯიბლაძე მოვიწვიეთ. საუბარი მწვანე მარშსაც შეეხო, მოძრაობას რომელიც ბათუმის რივიერაზე ახალი ცათამბჯენების მშენებლობას ეწინააღდეგება.

ეს ჩვენი პირველი პოდკასტია ბოლო ორი კვირის განმავლობაში, რისთვისაც ბოდიშს გიხდით, ახალ მოცემულობასთან ადაპტაცია ჩვენც გაგვიჭირდა. თუმცა გპირდებით, ჩვეულ ტემპს მალე დავუბრუნდებით და ვეცდებით მოვუმატოთ კიდეც.

Mar 22, 202001:20:25
წითელი კედელი | სუპერ სამშაბათის შემდეგ - სპეციალური ეპიზოდი

წითელი კედელი | სუპერ სამშაბათის შემდეგ - სპეციალური ეპიზოდი

ბერნი 2020 ჩვენი ყურადღების ცენტრში დასაწყისიდანვე იყო. ბერნი სენდერსი თითქმის შეუსრულებელ მისიას ეჭიდება ამერიკაში, ის განცხადებული სოციალისტია, რომელიც ცდილობს ამერიკის პრეზიდენტი გახდეს. ეს მიზანი უკვე არც ისე უტოპიურად მოჩანს, ბერნი იზიდავს მხარდამჭერებს მშრომელ კლასში, ახალგაზრდა ადამიანებში, ლათინო ამერიკელებში.
სუპერ სამშაბათის შემდეგ ბერნის ბრძოლა ძალიან კონკრეტული გახდა, მან ჯო ბაიდენი უნდა დაამარცხოს. ბაიდენი სუპერ სამშაბათს მედიის და ისთაბლიშმენთის დახმარებით ძლიერად გამოჩნდა, თუმცა ბერნიმ იცის რომ ბრძოლა ახლა იწყება. სუპერ სამშაბათის შედეგებზე, ბერნის კამპანიაზე და სოციალიზმის მომავალზე ამერიკაში სასაუბროდ შოთა პაპავა მოვიწვიეთ.
სპეციალურ ეპიზოდში შოთა და გიორგი ცინცაძე მსჯელობენ თუ როგორ უნდა მოიქცნენ მემარცხენეები ამერიკაში: განაგრძონ დემოკრატიული პარტიის ხელში ჩაგდების მცდელობა თუ ჩამოყალიბდნენ ახალ, მესამე, პარტიად.
Mar 08, 202001:17:01
წითელი კედელი | რა ხდება სამკერვალო ფაბრიკებში

წითელი კედელი | რა ხდება სამკერვალო ფაბრიკებში

მას შემდეგ რაც საქართველომ სრული ინდუსტრიული კოლაფსი გადაიტანა, ფაბრიკა-ქარხნების ამუშავების პროგრამა ყველა მთავრობის პოლიტიკურ დღის წესრიგში იკავებს ადგილს. მიდგომა ყველა შემთხვევაში ერთია - საქართველო ცდილობს მოიზიდოს უცხოური ინვესტიცია და შექმნას კარგი საინვესტიციო გარემო. კარგი საინვესტიციო გარემო ინვესტორისთვის, ნიშნავს ცუდ სამუშაო პირობებს მშრომელებისთვის საქართველოში: განუსაზღვრელ მინიმალურ ხელფასს, განუსაზღვრელ ზეგანაკვეთურ შრომას და დაურეგულირებელ საგადასახადო და შრომით პოლიტიკებს.

დასავლელ ინვესტორებს მართლაც თვალები ენთებათ ქვეყნის გაგებაზე, რომელიც არც ისე შორსაა როგორც ჩინეთი და არც ისე ახლოს, რომ იქ შექმნილმა შრომითმა პირობებმა გლობალური მედია დააინტერესოს. ასე, საქართველოს სახელმწიფო ერთვება ყველაზე ამორალურში ვაჭრობათა შორის - ადამიანების შრომით ვაჭრობაში.

თამუნა ჩქარეულმა ფასდაუდებელი შრომა გასწია და სამ ნაწილად გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება საქართველოს ტექსტილის ინდუსტრიის შესახებ. მან თავად იმუშავა იმ ქალების გვერდით, რომლებიც კერავენ მონკლერის ხუთი ათას დოლარიან ქურთუკს, ხორვატიის ნაკრების მაისურს და სანაცვლოდ მიზერულ ხელფასსა და ყოველდღიურ დამცირებას იღებენ.

გამოძიების პროცესზე და სამკერვალო ფაბრიკაში მუშაობის გამოცდილებაზე სასაუბროდ თამუნა მოვიწვიეთ.

მოსმენის პარალელურად, გირჩევთ წაიკითხოთ რეპორტაჟები:

oc-media.org/features/inside-georgia-s-tekhtile-industry-part-i-unions/

oc-media.org/features/inside-georgias-tekhtile-industry-part-ii-underjover/

oc-media.org/features/inside-georgias-tekhtile-industry-part-iii-control/
Mar 05, 202001:17:59
წითელი კედელი | პარაზიტი და კლასობრივი ბრძოლა

წითელი კედელი | პარაზიტი და კლასობრივი ბრძოლა

საზოგადოებრივ დაპირისპირებას ყოველთვის აქვს მყარი ეკონომიკური აგუმენტი - რეალურად საუბარი არასდროსაა ეროვნებაზე, რელიგიაზე, რასაზე ან სხვა იდენტობაზე, დაპირისპირება ხდება მათ შორის ვინც აწარმოებს სიმდიდრეს და მათ შორის ვინც ფლობს სიმდიდრის წარმოების რესურსებს. ეს არის კლასობრივი ბრძოლა - ერთი ქმნის და მეორე სარგებლობს, ამგვარი არასამართლიანი მოცემულობა კი იწვევს დაპირისპირებას. ეკონომიკური არგუმენტი თან სდევს დიდ ნაციონალური კონფლიქტებს, რელიგიური დაპირისპირებებს, რასობრივ ჩაგვრებს - ყველა შემთხვევაში გაყოფის ნამდვილი მიზეზი სიმდიდრე და სიღარიბეა.  

ამიტომ, მშრომელები საქართველოში, კორეაში, ამერიკაში, ბრაზილიაში და ავსტრიაში, იზიარებენ მეტს საერთოს ერთმანეთთან, ვიდრე მდიდარ კლასთან თავისივე ქვეყანაში. ამიტომ, მშრომელები რომლებიც ყოველდღიურად საკუთრ თავზე ცდიან კლასობრივ ჩაგვრას, ყველა ქვეყანაში თანაბრად უგებენ ერთ ფილმს - პარაზიტი. ამ ფილმზე სასაუბროდ დათო ლობჟანიძე მოვიწვიეთ.

Feb 24, 202001:36:57
წითელი კედელი | დემოკრატების პრაიმერი და რთული არჩევანი - პიტი თუ ტრამპი

წითელი კედელი | დემოკრატების პრაიმერი და რთული არჩევანი - პიტი თუ ტრამპი

ამერიკაში მიმდინარე დემოკრატების პრაიმერი წითელ სიგნალს უგზავნის მსოფლიოს - ბერნი სენდერსი დემოკრატიული პარტიის ფრონტრანერია. თუმცა, ფაქტია დემოკრატიული ისთაბლიშმენთი არ აპირებს მშვიდად უყუროს თუ როგორ იღებენ პარტიის მართვის სათავეებს მემარცხენეები და ცდილობენ ყველა ხერხით შეაჩერონ ბერნის ნომინაცია. ასე თუ ისე, დემოკრატიულ სოციალისტებმა ამერიკაში მძლავრი განაცხადი გააკეთეს და უპრეცენდენტო სახალხო ორგანიზებით დაამტკიცეს - ხალხი ითხოვს ცვლილებებს.   

პრაიმერიზე, ბერნიზე, პიტზე და ტრამპზე სასაუბროდ შოთა პაპავას ვეწვიეთ. შოთა თვითონ იყო დემოკრატიული პარტიის წევრი ამერიკაში, თუმცა პარტია 2016 წელს ჰილარი კლინტონის პრეზიდენტად ნომინირების შემდეგ დატოვა. შოთასთან ერთად ბერნის შანსებს ვაფასებთ, განვიხილავთ პიტის მოულოდნელ წარმატებას და იმას თუ ვინ გვირჩევნია იყოს ქვეყნის სათავეში - ნეოლიბერალი თუ კონსერვატორი.

Feb 13, 202001:23:01
წითელი კედელი | მემარცხენეობა საქართველოში

წითელი კედელი | მემარცხენეობა საქართველოში

გასული წლები, განსაკუთრებით კი გასული ათი წელი, საქართველოს ისტორიაში იმითაც იყო გამორჩეული, რომ საზოგადოებაში მემარცხენე თვითორგანიზებული ჯგუფების ჩამოყალიბება დაიწყო. ეს ჯგუფები ძირითადად ახალგაზრდა ადამიანების, სტუდენტების საპროტესტო მოძრაობები იყო, რომლებიც ხმამაღლა საუბრობდნენ განათლების სისტემის პრობლემების შესახებ, მშრომელი ხალხის ჩაგვრის შესახებ, რომლებიც იყვნენ სოლიდარულები რკინიგზელების, მეშახტეების, მაღაროელების მიმართ.
ჯგუფები იქმნებოდა და იშლებოდა, ენერგიული მემარცხენე ახალგაზრდები ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ, თუმცა ერთი ფაქტია - ამ ახალგაზრდებმა და ჯგუფებმა შეძლეს და გააღვივეს მემარცხენე ნაპერწკალი საზოგადოებაში. დეკადის ბოლოს მოძრაობა ძალიან გაჩუმდა, ინერტული და პასიური გახდა. მემარცხენეობას ბოლო ათ წელში საინტერესო ისტორია ჰქონდა, ამ ისტორიაზე სასაუბროდ გიორგი ღვინჯილია მოვიწვიეთ. გიორგი იხსენებს და ჩვენთან ერთად აფასებს ამბებს "თარგმნეს" პროტესტიდან ჭიათურამდე და აუდიტორია 115-დან "თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქციებამდე.
Feb 03, 202001:19:04
წითელი კედელი | იანის ვარუფაკისი ჩვენს გულებში

წითელი კედელი | იანის ვარუფაკისი ჩვენს გულებში

საბერძნეთმა ერთ დღეს გაიღვიძა ჩიხში, რომელშიც წლების მანძილზე არასწორი და უპასუხისმგებლო პოლიტიკის წარმოების გამო აღმოჩნდა. ბერძნები ბრმად ერთიანდებოდნენ ეკონომიკურ სისტემებში რომელზეც არავითარი კონტროლი არ გააჩნდათ. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ ეს სისტემები სრულიად უკონტროლოა. ევროკავშირს ტრადიციული პანაცეა ჰქონდა ბერძნებისთვის - ქამრების შემოჭერის პოლიტიკა.   

ბერძნები უფრო ჰუმანურ გადაწყვეტილებას ითხოვდნენ, რაც ქვეყნის სრულ კოლაფსს არ გამოიწვევდა. არგუმენტი იყო დაახლოებით ისეთი, როგორაც ვალს ექსესი სიმღერაში აღწერენ: "ფანჯარა რომ ღია მქონდა მეც გავყავი თავი". გამოუვალ მდგომარეობიდან თავის დასაღწევად ბერძნებმა რადიკალურად მემარცხენე მთავრობა აირჩიეს. ამ მთავრობას ევროკავშირთან მოლაპარაკება ევალებოდა. ამ მთავრობის წევრი იყო იანის ვარუფაკისი, რადიკალურად მემარცხენე ეკონომისტი, რომელიც ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებდა. ჩვენ დღეს, ეშ შოლემთან ერთად, იანისზე და მის წიგნებზე ვსაუბრობთ.

Jan 29, 202001:24:10
წითელი კედელი | მწვანე პოლიტიკა

წითელი კედელი | მწვანე პოლიტიკა

მემარცხენე ბრძოლის ავანგარდში, გლობალურად, მწვანეები დგანან. საქართველოშიც ასეა. დიდი კორპორაციები და სიხარბით მოტივირებული დეველოპერები ცდილობენ მიითვისონ მეტი და მეტი საჯარო სივრცე და პირადი შემოსავლის ახალ წყაროდ აქციონ. ჩვენ ვხედავთ როგორ ქრებიან სკვერები, ბაღები და ზოგჯერ ტყეებიც კი და მათ ადგილს ახალი საცხოვრებელი კომპლექსები, რესტორნები ან სასტუმროები იკავებენ.

საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები ცდილობენ შეაჩერონ კაპიტალი და დაიცვან საჯარო სივრცეები დიღომში, ვარკეთილში, ბათუმში… ჩვენი პოდკასტის მეხუთე ეპიზოდი მწვანე ბრძოლას შეეხება, ამ თემაზე სასაუბროდ გიორგი ფცქიალაძე მოვიწვიეთ.

Jan 19, 202001:07:37
წითელი კედელი | ირანი, ავსტრალია და მემარცხენეობის მომავალი

წითელი კედელი | ირანი, ავსტრალია და მემარცხენეობის მომავალი

2020 წლის პირველ ეპიზოდში ლევან ბერიანიძესთან ერთად ვსაუბრობთ ჩიხში შესულ მემარცხენეობაზე, განვიხილავთ წარმატებული ორგანიზების მაგალითებს და ვეხმაურებით შემაშფოთებელ ამბებს ირანიდან. ვსაუბრობთ ავსტრალიაზეც, სადაც ამ სიტყვების წერისას აპოკალიპტური მასშტაბის ხანძარს [ჯერჯერობით წარუმატებლად] ებრძვიან.

თუ ბოლო ჟამი ახლოვდება, წითელი კედელი იდეალური პოდკასტია მის სასიამოვნოდ გასატარებლად!

Jan 10, 202001:59:22