Skip to main content
ლეტერატოს პოდკასტი

ლეტერატოს პოდკასტი

By Letterato

ლეტერატოს პოდკასტები მიმოიხილავს თინეიჯერებისათვის საინტერესო, აქტუალურ, ინტელექტუალურ საკითხებს განსხვავებულ თემებზე
Currently playing episode

ყალბი რეალობა და თინეიჯერები

ლეტერატოს პოდკასტიMay 19, 2022

00:00
33:37
უკვდავი შექსპირი

უკვდავი შექსპირი

ლეტერატოს მოსწავლეები ნიკა დევდარიანი და სანდრო ხოდელი განიხილავენ უილიამ შექსპირის "ჰამლეტს" და 66-ე სონეტს. რატომ არის ორივე მათგანი უკვდავიც და ახალგაზრდებისთვის აქტუალურიც? ნიკა და სანდრო ამ პოდკასტში სწორედ ამ კითხვას პასუხობენ. ეგზისტენციალური განცდები, უსამართლობა, სიყალბე, მეგობრობა და სიყვარული - ამ მნიშვნელოვან თემებზე მოსწავლეები როგორც შექსპირის, ასევე საკუთარ პერსპექტივას გვთავაზობენ და გვეუბნებიან, რომ სიკეთეს, სიყვარულსა და თანაგრძნობას აქვთ ძალა, ცხოვრებისეული ქაოსისა და უსამართლობისაგან მიყენებული ტკივილისგან განგვკურნონ.

Apr 19, 202423:51
თავისუფალი ნება - რეალობა თუ ილუზია?

თავისუფალი ნება - რეალობა თუ ილუზია?

ადამიანი უხსოვარი დროიდან აღიარებს თავისუფლებას, როგორც უზენაეს ღირებულებას, თავისუფალი ნება კი ხშირად ადამიანის არსის, თავად ადამიანობის განმსაზღვრელად გვევლინება. თუმცა, კაცობრიობისთვის ფატალიზმი და დეტერმინიზმიც არაა უცხო. ლეტერატოს მოსწავლე დათუნა რაჭველიშვილი სწორედ ამ საკითხებზე გვესაუბრება. არსებობს კი თავისუფალი ნება? და რა შეიძლება მოგვიტანოს მსოფლმხედველობამ, რომლის მიხედვითაც ყოველივე წინასწარ განსაზღვრულია და ადამიანი მხოლოდ ოდესღაც დაწერილ სცენარში მეორეხარისხოვან როლს ასრულებს, სიუჟეტის შეცვლა კი არ შეუძლია?

Jan 28, 202427:29
მნიშვნელობის ძიებაში: ადამიანი და მისი როლი

მნიშვნელობის ძიებაში: ადამიანი და მისი როლი

ადამიანის მნიშვნელობას სხვადასხვა დროში განსხვავებულად განიხილავდნენ. ჩვენი მოსწავლეები მარიამ კილაურიძე და ანი იაკობიძე სხვადასხვა ეპოქაში მოგზაურობენ: ძველი ბერძნული ცივილიზაცია, ადრექრისტიანული ხანა და ადრეული შუასაუკუნეები, რენესანსი და განმანათლებლობის ეპოქა, მეოცე საუკუნე და ჩვენი თანამედროვეობა - და სვამენ მნიშვნელოვან შეკითხვას: გადაჭარბებულია თუ არა ადამიანის როლი და მნიშვნელობა სამყაროს მასშტაბით? ეს საინტერესო პოდკასტი თვალსაჩინოდ წარმოგვიდგენს კაცობრიობის აზროვნების ცვლილებებსა და მიღწევებს, გუტენბერგის სტამბიდან დაწყებული, ადამიანის უფლებებით დამთავრებული, განიხილავს ეგზისტენციალურ საკითხებს, ჩვენი ეპოქის მონაპოვარს, როგორიცაა მეცნიერული გარღვევა ან თანამედროვე დემოკრატია, და ახალგაზრდებს დამაიმედებელ გზავნილებს უგზავნის.

Dec 11, 202338:21
დასაწყისები და დასასრულები

დასაწყისები და დასასრულები

დასასრულს ახალი დასაწყისი მოსდევს. დასაწყისს - კი დასასრული, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს და არის თუ არა ცხოვრება ციკლური? რამდენად დამოკიდებულია ის დროზე და საერთოდ, როგორია დროის ადამიანური აღქმა? ლეტერატოს მოსწავლეები ტასო ჯინჭარაძე და ალასკა პოპიაშვილი ადამიანების ცხოვრებაში დასაწყისისა და დასასრულის პრობლემას განიხილავენ. ტასოსთვის ეს პოდკასტი ლეტერატოში ყოფნის დასასრულია. სწორედ ამიტომაც თემა - ძალზე აქტუალური. ჩვენი მოსწავლეები რელიგიის, ფილოსოფიის, ფიზიკისა და ფსიქოლოგიის სამყაროში მოგზაურობენ და ამ პოდკასტში საინტერესო მოსაზრებებს გიზიარებენ, რაც, როგორც მოზარდს, ისე ზრდასრულსაც ნამდვილად გამოადგება

Aug 18, 202348:18
იდენტობის ილუზიები

იდენტობის ილუზიები

ნებისმიერი ადამიანისათვის მნიშვნელოვანია ჰქონდეს მყარი "მე". მაგრამ რამდენად არის იდენტობა უცვლელი? შეიძლება თუ არა, იგი მხოლოდ და მხოლოდ სოციალური ნიღაბი იყოს და სიტუაციისა და დროის ცვლილებასთან ერთად მოდიფიკაციას განიცდიდეს? ლეტერატოს მოსწავლეები დაჩი ჩხაიძე და ნიტა კვირიკაძე იდენტობის არსს სიღრმისეულად მიმოიხილავენ. მაგალითები ნაწარმოებებიდან "სხვისი სახე" და "ანტონიო და დავითი", ჰეგელისა და ნიცშეს დამოკიდებულებები და ბევრი სხვა საინტერესო მოსაზრება - მოისმინეთ ამ პოდკასტში.

Mar 20, 202358:08
გალანტური ტვირთის კარიკატურული მარტოობა

გალანტური ტვირთის კარიკატურული მარტოობა

ბევრი თინეიჯერი განიცდის მარტოსულობის პრობლემას. რას ნიშნავს, იყო მარტოსული და როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ მას, საკმარისია თუ არა როდესაც საკუთარი თავი გყავს და რაშია ბედნიერების გასაღები - ამ ყველაფერზე ლეტერატოს მოსწავლეები ტასო ჯინჭარაძე და ალასკა პოპიაშვილი გაბედულად საუბრობენ და საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ. მათი ანალიზი, მაგალითები წაკითხული წიგნებიდან და რჩევები სხვადასხვა ფილოსოფიიდან ბევრ მოზარდს დაეხმარება და გაუკვალავს გზას თვითგანვითარებისა და ბედნიერების ძიებისკენ.

Feb 17, 202349:53
მარქსიზმი და დღევანდელობა

მარქსიზმი და დღევანდელობა

ყველამ ვიცით, რომ მარქსის იდეებმა არ გაამართლა, თუმცა არსებობს მისი მოსაზრებები, რომელიც დღემდე აქტუალურია. ასეთია მაგალითად ჭარბწარმოების კრიზისი. თუმცა, ჩვენი მოსწავლეები ლილუ მეტრეველი და ლიზა შენგელია ამ პოდკასტში მარქსის შედარებით უფრო მარტივ, მაგრამ ასევე ძალზე აქტუალურ შეხედულებებზე საუბრობენ და ეხებიან ისეთ თემებს, როგორიცაა თანასწორობა და კერძო საკუთრების პრობლემა, ფემინიზმი და საქმეში რეალიზებულობა, ძველი და ახალი თაობის დამოკიდებულებები მარქსის იდეების მიმართ.

Jan 22, 202317:21
იუმორის ანატომია

იუმორის ანატომია

ლეტერატოს მოსწავლეები ნიტა კვირიკაძე და ანასტასია ცხადაძე განიხილავენ იუმორის არსს, მის დადებით და უარყოფით მხარეებს, ასევე უმბერტო ეკოს "ვარდის სახელს", თომა აქვინელის, ზიგმუნდ ფროიდის, ფრიდრიხ ნიცშესა და არტურ შოპენჰაუერის მოსაზრებებს ამ ფენომენის შესახებ.

Jan 11, 202329:28
ადამიანი და ეგოიზმი

ადამიანი და ეგოიზმი

არის თუ არა ადამიანი ეგოისტური არსება და რამდენად კარგია ეს მისთვის და საზოგადოებისთვის? რა ითვლება ალტრუისტულ აქტად და რას ნიშნავს ორმხრივი ალტრუიზმი - ყოველივე ამაზე ლეტერატოს მოსწავლეები მარიამ კილაურიძე და ანი იაკობიძე პოდკასტში საუბრობენ.  ნაწარმოებები "ბუზთა ბატონი" და "ფრანით მორბენალი", აგრეთვე ეინ რენდის, ტომას ჰობსის და რობერტ საპოლსკის შეხედულებები პოდკასტს კიდევ უფრო საინტერესოდ მოსასმენს ხდის.

Dec 12, 202235:00
იდეათა სამყარო: ანგელოზები და ჩიბუხები

იდეათა სამყარო: ანგელოზები და ჩიბუხები

ლეტერატოს მოსწავლეები დაჩი ჩხაიძე და ნიტა კვირიკაძე საუბრობენ იდეებზე და მათ განხორციელებაზე. საიდან ჩნდება იდეა? როგორ ხდება იდეის განსხეულება? რატომ იბღალება იგი ხორცშესხმისას? ამ კითხვებზე პასუხებს პოდკასტში იპოვით. პლატონის იდეათა სამყარო და არისტოტელე, რენე მაგრიტი და მიშელ ფუკო, იდეათა კომერციალიზაცია და აღმოსავლური ფილოსოფია - ყველაფერი ეს ჩვენი პოდკასტის მეექვსე ეპიზოდშია თავმოყრილი.

Jul 10, 202255:12
გარემო და ინდივიდი

გარემო და ინდივიდი

როგორ ზეგავლენას ახდენს გარემო ინდივიდზე, რამდენად დიდია ეს ზეგავლენა და რა შეიძლება დაუპირისპიროს პიროვნებამ ამ გავლენებს, რათა შეინარჩუნოს თვითმყოფადობა და ინდივიდუალიზმი - ჩვენი მოსწავლეები ალასკა და ტასო ამ ეპიზოდში სწორედ ასეთ საკითხებს მიმოიხილავენ. ისინი მსჯელობენ კულტურის როლზე, გვიზიარებენ საკუთარ დამოკიდებულებებს არსებული გარემოს მიმართ და განიხილავენ თვითგანვითარების თეორიებს ეპიკურედან იუმამდე.

Jun 30, 202232:25
მიმდინარე კონფლიქტი უკრაინაში

მიმდინარე კონფლიქტი უკრაინაში

ლეტერატოს მოსწავლეები დათუნა რაჭველიშვილი და დაჩი ჩხაიძე მიმოიხილავენ რუსეთის აგრესიას უკრაინაში, ომის წინაპირობებსა და საფუძვლებს, მის მნიშვნელობას სამყაროსთვის და აკეთებენ საკუთარ პროგნოზებს

Jun 24, 202236:38
ღმერთობანას თამაში

ღმერთობანას თამაში

რატომ სურს ადამიანს ღმერთს შეეჯიბროს? რატომ ვთამაშობთ ღმერთობანას და საიდან მოდის ეს სურვილი? კარგია ეს თუ ცუდი? ლეტერატოს მოსწავლეები ნიტა და დაჩი ამ საკითებზე საუბრობენ. კაცობრიობის ისტორია, დასავლური და აღმოსავლური კულტურა, კამიუ, რიკი და მორტი, ნიცშე და ბერძნული მითები - ყოველივე ეს ჩვენს პოდკასტში "ღმერთობანას თამაში".

Jun 01, 202231:34
პოსტ-კოვიდური დილემები თინეიჯერებში

პოსტ-კოვიდური დილემები თინეიჯერებში

პანდემიამ ძირეულად შეცვალა ჩვენი ცხოვრება. განსაკუთრებით მტკივნეულად პანდემიის პერიოდი თინეიჯერებზე აისახა. რა დილემების წინაშე დგანან ისინი ახლა და როგორ შეიძლება იმ პრობლემებს გაუმკლავდნენ, რომელიც მათ იზოლაციისა და სოციალური დისტანცირების ორმა წელმა მოუტანა. ლეტერატოს მოსწავლეები ლილუ და ლიზა სწორედ ამ საკითხებზე საუბრობენ.

May 28, 202214:08
ყალბი რეალობა და თინეიჯერები

ყალბი რეალობა და თინეიჯერები

რატომ ვიქმნით ყალბ რეალობას? რა მაგალითები არსებობს და რა იწვევს ყალბი რეალობის შექმნას თინეიჯერებში? "ლეტერატოს" მოსწავლეები ტასო და ალასკა მსმენელს ამ საკითხებსა და საკუთარ გამოცდილებაზე ესაუბრებიან

May 19, 202233:37